დავიწყოთ იმით, თუ რა არის პერსონალური ბრენდი, და რატომ ჭირდება ის ყველა ფრილანსერს.
პერსონალური ბრენდინგი არის გაწერილი სისტემა, რომელიც მოიცავს თქვენი, როგორც
პროფესიონალის ძლიერ მხარეებს, ღირებულებებს, გაზომვად სარგებელს,
უნიკალურობას და შემოსავლის სხვადასხვა გზებს, და მისი გამოყენება საჭიროა, რათა გამოირჩეოდეთ თქვენს ნიშაში ან ინდუსტრიაში.
პერსონალური ბრენდის 5 ტიპი არსებობს. ესენია: მეწამრე (ანტრეპრენერი), ექსპერტი, სტარტაპერი, რბილი ნიშის სპეციალისტი და ფრილნასერი. დიახ, ფრილასერებს საკუთარი პერსონალური ბრენდის ტიპი აქვთ, რომელიც გამოირჩევა კონკრეტული კრიტერიუმებითა და მიდგომებით.
იმაზე, თუ რა გამოარჩევს ფრილანსერის პერსონალურ ბრენდს სხვებისგან, და როგორ შეგვიძლია ის გავაძლიეროთ, ჩვენ ვკითხეთ პერსონალური ბრენდინგის სააგენტოს დამფუძნებელს და კონსულტანტს ნინო წითლანაძეს.
პერსონალური ბრენდინგის სააგენტო უკვე 4 წელია მუშაობს პროფესიონალებთან სხვადასხვა ნიშიდან, და ეხმარება მათი წარმატებული კარიერის დაგეგმვაში. ამისთვის ისინი საკუთარ საავტორო მეთოდოლოგიას იყენებენ, რომელიც პერსონალური ბრენდის ფორმულას ასე აღწერს: ოსტატობა + ღირებულებები + გაზომვადი სარგებელი + უნიკალურობა (ანუ ნამდვილობა) + მონეტიზაცია.
ნინო, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ფრილანსერებს შემდეგ გეგმას სთავაზობს.
- დაადგინეთ თქვენი ამჟამინდელი წერტილი A - დაიწყეთ იმ ადგილიდან, სადაც ხართ, გააანალიზეთ, როგორ მოხვედით ამ წერტილში, რა უნარები და გამოცდილება დააგროვეთ. ამაში პერსონალური ბრენდის აუდიტი დაგეხმარებათ, რომელიც გაჩვენებთ, რა პოზიციას იკავებთ ნიშაში ახლა და როგორ შეგიძლიათ განვითარდეთ.
- გულწრფელად უპასუხეთ თქვენს თავს, რა გაბრკოლებთ - ნებისმიერ პროფესიონალს შეიძლება დააკლდეს თავდაჯერებულობა, დაეჭვდეს საკუთარ კომპეტენციებში, ან არ იყოს დარწმუნებული, რომ იმას აკეთებს, რაც სინამდვილეში უნდა. რაც მეტ სიცხადეს შეიტანთ თქვენს პროფესიულ მიზნებში, მით მალე შეძლებთ წინსვლას.
- განსაზღვრეთ თქვენი ძლიერი უნარები - ზუსტად იცოდეთ პასუხი ორ კითხვაზე: რა გამოგდით ყველა კარგად? და რისი კეთება გიყვართ ყველაზე მეტად? ამ ორი ფაქტორის სინთეზს გაცილებით მეტი შედეგი მოაქვს, ვიდრე ცალ-ცალკე.
- მკაფიოდ დააქფისირეთ თქვენი ღირებულებები - ადამინები ადამიანებს ირჩევენ და არა მოსიარულე რობოტებს. აჩვენეთ თქვენი ნამდვილი სახე, ის, რისიც გჭერათ და რა გამოძრავებთ. თქვენს დამკვეთთან/კლიენტთან მუშაობა ბევრად გაგიმარტივდებათ, თუ ერთნაირ ღირებულებებს იზიარებთ.
- განსაზღვრეთ თქვენი ნიშა და შეისწავლეთ ბენჩმარკი - ზედმიწევნით გაიცანით ნიშა, რომელშიც მუშაობთ და კარიერის შექმნას გეგმავთ. ამისთვის გაწევრიანდით პროფესიულ ორგანიზაციებში, დაესწარით სახვადასხვა თემატურ ღონისძიებებს და ა.შ. დააკვირდით, ვინ ითვლება თქვენს ნიშაში საუკეთესოდ და რატომ. დაადგინეთ, რა გამოგარჩევთ კოლეგებისგან, და ეს უნარები თქვენ სუპერძალად აქციეთ.
- განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია - „მარკეტინგის პირველი კანონი“ გვეუბნება, რომ თუ პროდუქტი არის ყველასთვის, ის არის არავისთვის. ამდენად, ძალაინ მკაფიოდ გადაწყვიტეთ, ვინ არიან ის ადამიანები თუ კომპანიები, ვისთანაც გსურთ მუშაობა? რა ტიპის კლიენტები არიან? რამდენად ემთხვევა თქვენი ძლიერი უნარები მათ მოთხოვნებს?
- შექმენით „პერსონალური ოფერი“ - ერთ ფაილში გაწერეთ, ვინ ხართ, რა არის თქვენი, როგოც ფრილანსერის კონკურენტული უპირეტესობა, რას სთავაზობთ კლიენტს და რა სარგებელს მიიღებს ის თქვენთან მუშაობით. ასევე, არ დაგავიწყდეთ საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. ასეთი დოკუმენტის ქონა ძალიან გაგიმარტივებთ ურთოერთობას პოტენციურ დამკვეთებთან, რადგან ისინი ცხადად და მარტივად შეიქმნიან თქვენზე საჭირო შთაბეჭდილებას.
- გადახედეთ კონტაქტის წერტილებს - გადაამოწმეთ ყველანაირი ონლაინ და ოფლაინ შესაძლებლობა, რომლის მეშვეობითაც პოტენციური მომხმარებელი გაიგებს თქვენს შესახებ (როგორც მინიმუმ, სოცქსელები). დარწმუნდით, რომ კლიეტნტი მარტივად მოგძებნით და დაგიკავშირდებათ.
- გამოითხოვეთ რეკომენდაციები - არასოდეს მოგერიდოთ სთხოვოთ კლიენტებს თქვენი მუშაობის შეფასება სხვადასხვა ფორმით (რეკომენდაცია LinkedIn-ზე, სარეკომენდაციო წერილი და ა.შ.), ვინაიდან კმაყოფილი კლიენტების გამოხმაურებები თქვენს სანდოობას ზრდის.
- იყავით მედეგი და თანმიმდევრული - პერსონალური ბრენდის შექმნას დრო სჭირდება. ამიტომ, მიუდექით მას არა როგორც ერთ დიდი მიზანს, არამედ როგორც საინტერესო მოგზაურობას და ყოველდღიურ გამოცდილებას, სადაც თქვენ ვითარდებით, იზრედებით, იცვლებით და უკეთესი პროფესიონალი ხდებით, რომელზეც ავტომატურად მატულობს მოთხოვნა და რეპუტაცია, რასაც ბუნებრივად შემოსავლის ზრდა მოაქვს.
ეძებ ფრილანს პროექტებს? დაიწყე ჰერიოზე სამუშაოს განთავსება და აღმოაჩინე შენთვის სასურველი კადრი 👇