შესავალი
- დამკვეთი: ზარა (Cenomi Retail Georgia)
- მდებარეობა: თბილისი, საქართველო
- ინდუსტრია: მოდის რითეილი (Fashion Retail)
- როლი: ღამის ცვლის თანამშრომლები ახალი კოლექციების მიღებისთვის
ზარა, მსოფლიოს წამყვანი მოდის რითეილ ბრენდი, საქართველოში რამდენიმე ფილიალს ფლობს. მათი ბიზნეს მოდელი ეყრდნობა მარაგების სწრაფ ბრუნვასა და კოლექციების ხშირ განახლებას. ეს პროცესი მოითხოვს ინტენსიურ სამუშაოებს, მათ შორის ღამით: კოლექციის გახსნას, დაფასოებას, სივრცეების შევსებას და მაღაზიის მომზადებას, რათა დილით ის მომხმარებელს განახლებული პროდუქციით დახვდეს.
არსებული სირთულეები:
ზარა ოპერაციული გამოწვევის წინაშე იდგა: კოლექციების ხშირი განახლება საჭიროებდა საიმედო კადრებს ღამის ცვლებში, თუმცა დაქირავების ტრადიციული მეთოდები ვერ პასუხობდა მათ დინამიურ საჭიროებებს.
ძირითადი გამოწვევები იყო:
- არაპროგნოზირებადი გრაფიკი: კოლექციების მიღება არ ექვემდებარება წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს. ხშირად, კოლექციის მიღების თარიღი შესაძლებელია ცნობილი გახდეს იმავე დღესვე, რამდენიმე საათით ადრე. ბაზარზე არსებული გადაწყვეტის გზები ვერ ახერხებდნენ ფეხი აეწყოთ ზარას საოპერაციო ტემპისთვის.
- საოპერაციო სირთულე: სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სამუშაო უნდა შესრულდეს ღამით, როცა მაღაზია დაკეტილია. სტანდარტული არხებით ისეთი კადრების პოვნა, ვინც მზად არის ამ რეჟიმში იმუშაოს, საკმაოდ რთულია. წინა პერიოდში, ზარა იყენებდა საკუთარ თანამშრომლებს, მაგრამ განმეორებითმა ღამის ცვლებმა უარყოფითად იმოქმედა შიდა გუნდის გრძელვადიან პროდუქტიულობაზე.
- ხარისხი და სანდოობა: აუცილებელია, რომ დასაქმებული იყოს პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული და მზად ფიზიკური დატვირთვისთვის. თანამშრომლების გამოუცხადებლობა ან არასათანადო მუშაობის ხარისხი კი დამატებითი რისკია.
- ადმინისტრაციული სირთულეები: ათობით დროებითი თანამშრომლის სახელფასო ადმინისტრირება ზარას გუნდისთვის დამატებით დანახარჯებსა და სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
ამოცანა:
Herio-ს მისია ნათელი იყო: უნდა შეგვეთავაზებინა ზარასთვის პრობლემის მარტივი გადაწყვეტის გზა.
კერძოდ, Herio-ს უნდა უზრუნველეყო:
- სარეზერვო გუნდის შექმნა: წინასწარ გადამოწმებული კადრები, რომლებიც მზად იქნებოდნენ ღამის ცვლებში სამუშაოდ.
- 100%-იანი შევსების მაჩვენებელი ყველა მოთხოვნილ ცვლაზე.
- სტაბილური და მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებსაც ესმით ზარას სტანდარტები.
- სრული ადმინისტრაციული მართვა: სახელფასო და საგადასახადო პროცესების საკუთარ თავზე აღება.
გადადგმული ნაბიჯები:
ჩვენ შევეცადეთ სრულიად მოგვერგო ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ზარას საჭიროებებზე:
1. კვალიფიციური ტალანტების სარეზერვო გუნდის შექმნა
Herio-მ შეარჩია 50+ კვალიფიციური კანდიდატი. თითოეულმა მათგანმა:
გაიარა სრულფასოვანი იდენტიფიცირება. სრულად გადამოწმდა მათი პროფესიული წარსული. შეფასდა მათი უნარები, თუ რამდენად იყვნენ შესაბამისობაში სამუშაო აღწერილობასთან. დაზუსტდა ჰქონდათ თუ არა არამარტო მზაობა, არამედ, რეალური შესაძლებლობა ეფექტურად ემუშავათ ღამის ცვლებში.
2. პერფორმანსზე დაფუძნებული კადრების შერჩევა
ნაცვლად იმისა, რომ დავყრდნობოდით მხოლოდ CV-ებსა და გასაუბრებებს. Herio შექმნა რეზერვის თითოეული წევრის სამუშაო ისტორია, რომელიც მუდმივად ახლდება მათი პერფორმანსის მიხედვით. ყოველი ცვლის შემდეგ თანამშრომლები იღებენ შეფასებას. მონაცემებზე დაფუძნებული ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ დროს შევძლოთ რეზერვის ოპტიმიზაცია, საუკეთესო კადრების მეტად ჩართულობა, ხოლო არაეფექტურების გაფილტვრა.
3. ოპერაციები შეფერხებების გარეშე
Herio სრულად მართავს პროცესს (End-to-End):
- ცვლის გამოქვეყნება: ზარას გუნდი გვაწვდის ინფორმაციას კადრების საჭირო რაოდენობის შესახებ.
- კადრების გაგზავნა: Herio აქვეყნებს, არჩევს და ადასტურებს იმ გუნდს რომელიც კონკრეტულ ცვლას აიღებს.
- ანგარიშსწორება: ცვლაში მომუშავე ადამიანები ანაზღაურებას იღებენ 24 საათში Herio-სგან.
- ინვოისების გამოწერა: Cenomi იღებს მხოლოდ კონსოლიდირებულ თვიურ ინვოისებს, რაც გამორიცხავს თითოეულ თანამშრომელზე ცალკე ადმინისტრირების საჭიროებას.
შედეგები:
6-თვიანი პარტნიორობის განმავლობაში, ზარასთან თანამშრობლობისას შევძელით:
- 51 კოლექციის მიღება და წარმატებით გახსნა.
- 450+ ცვლის განხორციელება შეფერხების გარეშე.
- 15%-ზე ნაკლები დენადობის მაჩვენებელი: სარეზერვო გუნდში ჩართული ადამიანების უმეტესობას 8+ ცვლა მაინც აქვს ჩატარებული და რეზერვის შექმნიდან მოყოლებული, ისევ ჩართული არიან პროცესში. ეს ნიშნავს, რომ მათ იციან მოთხოვნები, სჭირდებათ მინიმალური ზედამხედველობა და აქვთ მზარდი პროდუქტიულობა.
- Cenomi-სთვის (ზარასთვის) შემცირებული ადმინისტრაციული ტვირთი ზარასთვის: სახელფასო, საგადასახადო და მენეჯერული საკითხების Herio-ზე გადაბარებით, ზარას ოპერაციულმა გუნდმა შეძლო ფოკუსირება ძირითად ბიზნეს საქმიანობაზე.

შეჯამება
ამ პარტნიორობის ფარგლებში, ჰერიო გახდა არა უბრალოდ HR სერვისების მომწოდებელი, არამედ ზარას გუნდის ოპერაციული პარტნიორი, რომელიც ინტეგრირებულია მათ სამუშაო პროცესთან და ბიზნეს მოდელთან, რომელიც დამახასიათებელია გლობალური, ლიდერი fast-fashion ბრენდისთვის.
ეს ქეისი ნათლად აჩვენებს Herio-ს მთავარ ღირებულებას: ჩვენ ვქმნით მოქნილი დასაქმების ბაზარს, რომელიც ძალიან ეფექტურია ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებსაც სჭირდება მოქნილობა და ასევე ადამიანებისთვის, რომლებსაც აკლიათ წვდომა შესაძლებლობებზე და ალტერნატიული შემოსავლის გზებზე.
თუ თქვენს ბიზნესსაც სჭირდება მსგავსი ტიპის მოქნილი და ეფექტური საკადრო გადაწყვეტები, დაგვიკავშირდით. ხოლო თუ ეძებთ სამუშაოს ან გსურთ მარტივად გქონდეთ მარტივი წვდომა სწრაფ შემოსავალზე გადმოწერეთ Herio-ს აპლიკაცია დღესვე IOS-სა და Play store-ზე.





.png)
.png)
.png)
.png)
