წარმოიდგინე რომ ვირტუალურ სივრცეში გყავს ადამიანი, რომელიც ყოველდღიური დავალებების/ამოცანების შესრულებაში გეხმარება - სწორედ ეს ფუნქცია აქვს ვირტუალურ ასისტენტს, რომლებზეც მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია, ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Herio, Linkedin და Fiverr. COVID-19- ის პანდემიის შედეგად, დისტანციურ რეჟიმში მუშაობის გადართვამ გამოიწვია დიდი მოთხოვნა კონკურენტუნარიან ვირტუალურ ასისტენტებზე.
მაგრამ ცოტამ თუ იცის, რეალურად რას მოიაზრებს ვირტუალური ასისტენტის როლი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ბიზნესის ეფექტურად მართვისთვის.
დღევანდელ ბლოგში გაგიზიარებთ ვირტუალური ასისტენტების საქმიანობის შინაარსსა და მნიშვნელობას, ასევე გაგაცნობთ წარმატებულ VA-ს (Virtual assistant), ქეთევან ინაშვილს, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს 👇
👩🏻💻ვინ არის ვირტუალური ასისტენტი
ვირტუალური ასისტენტი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი, რომელიც სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ, კომუნიკაციურ ან ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს კომპანიებს, მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს, დისტანციურ რეჟიმში. ვირტუალური ასისტენტების მოვალეობებში შეიძლება შედიოდეს: იმეილ მენეჯმენტი, მომხმარებელთა მხარდაჭერა, ბაზრის კვლევა, მონაცემთა ბაზების მართვა, შეხვედრების და კალენდრების ორგანიზება, ვებსაიტებისა და ონლაინ მაღაზიების ტექნიკურ მხარდაჭერა და სხვა - ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვირტუალური ასისტენტის სპეციალობასა და კლიენტების ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე. ზოგი ასისტენტი უნივერსალურია და სხვადასხვა სახის მოვალეობებს ითავსებს, მაგრამ უმეტესი მათგან კონკრეტულ სფეროში სპეციალიზდება.
ვირტუალური ასისტენტი, ძირითადად, უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს: ორგანიზებულობა & დროის მართვის უნარი, ეფექტური კომუნიკაცია, ისეთი საოფისე პროგრამების ცოდნა, როგორიცაა: Google Workspace, CRM სისტემები, Slack, Trello, ClickUp, და რაც მთავარია გააჩნდეს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
💻განსხვავება ვირტუალურ ასისტენტსა და In-house ასისტენტს შორის
ვირტუალური ასისტენტები მოქნილები არიან გრაფიკისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მხრივ. კომპანიებს შეუძლიათ დისტანციურ რეჟიმში, ნებისმიერ ლოკაციაზე მყოფი ვირტუალური ასისტენტის დაქირავება. გარდა ამისა, ვირტუალური ასისტენტი გაცილებით მარტივად ერგება დამქირავებლის გრაფიკს. რაც შეეხება In-house ასისტენტებს, მათთან დამქირავებელს პირისპირ უწევს კომუნიკაცია - ისინი ფიზიკურად ერთვებიან ჯგუფურ კოლაბორაციაში და ადგილზე ასრულებენ დაკისრებულ სამუშაოს.
🎯ვირტუალური ასისტენტის დაქირავების დადებითი მხარეები
მცირე ბიზნესები და სტარტაპები დიდწილად ეყრდნობიან ვირტუალურ ასისტენტებს, რადგან მათი დაქირავება არ საჭიროებს ოფისს და ისეთი ბენეფიტების დაწესებას, რომლებითაც გრძელვადიანი თანამშრომლები სარგებლობენ. ეს ფაქტორი კი ხარჯების ეფექტურად მართვაზე დადებითად აისახება. ასევე შესაძლებელია საათობრივი ან პროექტზე დაფუძნებული ანაზღაურება, რაც აგრეთვე ამცირებს ხარჯებს.
დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონულ ფაქტორსაც: ვირტუალური ასისტენტების დაქირავებისას, განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გეოგრაფიული ლოკაციაა. ამ მხრივ ჩვენი რეგიონი პოპულარული არჩევანია იმ ბიზნესებისათვის, რომლებსაც სურთ ვირტუალური ასისტენტების შედარებით დაბალ ფასად პოვნა.
ვირტუალური ასისტენტების ბაზარი დღეს გლობალურია. დამსაქმებელს შეუძლია მარტივად იპოვოს ისეთი ვირტუალური ასისტენტი, რომელიც ფლობს საჭირო ენას/ენებს, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო მომხმარებლებთან კომუნიკაციისას.
გარდა ამისა, ვირტუალური ასისტენტების დაქირავება ბიზნესებს ეხმარება, მაქსიმალურად გამოიყენონ დროის რესურსი და კონცენტრირდნენ მთავარ აქტივობებსა და მიზნებზე. მცირე ბიზნესებისთვის დროის რესურსი კი უმნიშვნელოვანესია. ყოველდღიურ რეჟიმში, ბიზნესებისათვის უამრავი აუცილებელი ამოცანა არსებობს, რომელიც საკმაოდ დიდ დროის რესურსს მოითხოვს, მაგალითად: ელ.ფოსტის, დახარისხება, სტანდარტულ შეტყობინებებზე პასუხი, დოკუმენტაციის შემოწმება და ორგანიზება, კალენდრის მართვა და შეხვედრების ჩანიშვნა, ანგარიშგებების მომზადება - ამ ყველაფრის შესრულება გუნდს უშლის ხელს, კონცენტრირდეს სტრატეგიულ მიზნებზე. სწორედ აქ იჩენს თავს ვირტუალური ასისტენტის საჭიროება - ის მსგავს დავალებებს ეფექტურად უმკლავდება.
ვირტუალური ასისტენტები აგრეთვე უზრუნველყოფენ მომხმარებელთან კომუნიკაციას და ეხმარებიან ბიზნესებს, შეინარჩუნონ კმაყოფილი მომხმარებლები. მაგალითად, შემოსულ მეილებზე სწრაფი რეაგირება, სოციალური მედიის მონიტორინგი, კლიენტებთან დაკავშირება და მათთვის სიახლეების შეტყობინება - ამ ყველაფერს ვირტუალური ასისტენტი სწრაფი რეჟიმით უზრუნველყოფს.
ინტერვიუ ვირტუალურ ასისტენტთან
ქეთი ინაშვილი, ქართველი ვირტუალური ასისტენტი, გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და უკეთესად გაგვაცნობს ვირტუალური ასისტენტების საქმიანობის არსს.
.jpg)
თავდაპირველად რატომ გადაწყვიტე ვირტუალურ ასისტენტად მუშაობა? მოგვიყევი შენი ისტორია
როცა თავდაპირველად 2019 წელს ამ შესაძლებლობის შესახებ შევიტყვე, შუამავალი კომპანიის დახმარებით დავიწყე სახლიდან მუშაობა პარალელურად ჩემი მუდმივი სამსახურისა. ძალიან მომეწონა თავისუფალი რეჟიმი და ნაკლებად სტრესულ გარემოში მუშაობა. მოგვიანებით 2021 წლიდან ვთანამშრომლობდი უკვე სხვადასხვა გერმანულენოვან კომპანიებთან და ფრილენსერობა გახდა ჩემი მუდმივი ძირითადი საქმიანობა.
რა არის შენი ფუნქცია - როგორ ეხმარები დამსაქმებლებს?
ფუნქციები გასხვავებულია კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე. ჩემი დამკვეთები ძირითადად ონლაინ ვაჭრობით არიან დაკავებულები და მათ სხვადასხვა საკითხებში ესაჭირეობათ მხარდაჭერა, იქნება ეს სოციალური მედიის გამართვა, საოპერაციო პროცესები თუ კლიენტთა მომსახურეობა.
როგორ პოულობ კლიენტებს?
ეს უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე გამოვიმუშავე. მივხვდი რომ ნებისმიერ კომპანიას შეიძლება სჭირდებოდეს ფრილენსერ თანამშრომელი და ხშირად გამომიყენებია სოც. ქსელები, დასაქმების ოფიციალური პლატფორმები და საძიებო სისტემები.
გამიგზავნია ინიციატივით ელექტრონული შეტყობინებები და სხვა მრავალი.
რა განასხვავებს ქართველ და ევროპელ დამსაქმებლებს?
ჩემი გამოცდილება ძირითადად მაინც ევროპელ დამსაქმებელს/ დამკვეთს ეხება. ისინი ორიენტირებულები არიან შედეგზე და ფრილენსერს ძირითადად ან კონკრეტული სპეციფიური დავალებისთვის ეძებენ ან უბრალოდ რუტინული საქმიანობისთვის, რომელიც მას როგორც მენეჯერს ან მმართველს დიდ დროს ართმევს.
რამდენად ხშირად აახლებ/ავითარებ შენს უნარებსა და ცოდნას? გაგივლია თუ არა VA-ს მიმართულებით ტრენინგები?
ტრენინგები რამდენიმე დამკვეთის ინიციატივით ონლაინ მქონია. ზოგადად კი სხვადასხვა დამკვეთთან მუშაობამ და სხვადასხვა საქმის კეთებამ შეკრა ჩემი გამოცდილება. რამაც შემძინა თავდაჯერებულობა და ამავდროულად მაჩვენა, რა უნდა გამეუმჯობესებინა უკეთესი კლიენტების მოპოვებისთვის.
როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა განვითარების პოტენციალი ვირტუალური ასისტენტის როლს/ბაზარს საქართველოში?
ეს არის ძალიან კარგი საშუალება მუშაობდე, გქონდეს ნაკლები სტრესი და განვითარდე. მით უფრო თუ გიყვარს სახლში ყოფნა, ან რაღაც მიზეზების გამო ვერ ,,გადიხარ ოფისში”. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ მომავალი აქვს ქართულ ბაზარზეც. მთავარია გააზრებული დამოკიდებულება აღებული პასუხისმგებლობის მიმართ.
ზოგადად ბევრი ქართველი დამსაქმებელი სკეპტიკურად უყურებს სახლიდან მუშაობის საკითხს. თუმცა უამრავი დავალებებია კომპანიებში, რომლებიც საიდან შესრულდება სულაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბოლოს და ბოლოს ხომ ყველაზე ღირებული მხოლოდ შედეგი და კმაყოფილი თანამშრომელია.
რას ეტყოდი იმ ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს ვირტუალურ ასისტენტებს?
ფრილენსერობას აქვს უამრავი დადებითი მხარე- შეზღუდული არ ხარ ლოკაციურად. მთავარია ლეპტოპი გქონდეს თან. არ გაქვს დროის სტრესი , მაგალითად დამაგვიანდება ოფისში მისვლა და სად დავაპარკინგო მანქანა და ა.შ.
დღესდღეისობით ძალიან მარტივია ასევე ნებისმიერი საკითხის გადაჭრის დროს გქონდეს კომუნიკაცია შენს კოლეგებთან და მიიღო უკუკავშირის დისტანციურად. ვთვლი, რომ მინიმუმ დროს და თანხებს ზოგავ როცა ხარ ფრილენსერი. და დამეთანხმებით ეს ორივე მნიშვნელვანი რესურსია თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. ასევე შეგიძლია რამდენიმე სხვადასხვა დამკვეთთან ერთდროულად იმუშაო და გარდა კარგი შემოსავლისა, დააგროვო გამოცდილება და აწიო საკუთარი ფასი მომავალი კლიენტებისთვის.
როგორ ხედავ ვირტუალური ასისტენტების როლს AI-ის განვითარებასთან ერთად? - ბოლოში არა ოღონდ.
სრულყოფილად უახლოესი წლების მანძილზე ჩემი აზრით ვერ ჩაანაცვლებს ყველა საქმიანობას და ამ ეტაპზე არც დამსაქმებლებს აქვთ ამის ინტერესი. შესაბამისად საქმიანობის ნაწილში ინტეგრირდება, თუმცა არა ისე რომ ადამიანური რესურსები კომპანიებს არ სჭირდებოდეთ.
როგორ შეუძლიათ დაიწყონ ვირტუალურ ასისტენტებს?
ჯერ უნდა შესწავლონ საკუთარი თავი. ყველას ვურჩევდი გაანალიზონ თავიანთი გამოცდილება ან გამოკვეთონ ის ძირითადი უნარები, რაც დამკვეთისთვის საინტერესო იქნებოდა. გააუმჯობესონ ეს უნარები და დაიწყონ მოძიება სხვადასხვა პლატფორმებზე. გაეცნონ სხვა ფრილენსერების ისტორიებს. რეგუალარულად აგზავნონ შეთავაზებები და აუცილებლად ისწავლონ საკუთარი თავის წარმოჩენა გასაუბრებებზე.
რა ერთი კონკრეტული უნარი მიგაჩნია ყველაზე გადამწყვეტად წარმატებული VA-ისთვის?
იყო განვითარებაზე ორიენტირებული - ეს არის ძალიან გადამწყვეტი, რომ ერთ დღეს ამ საქმის კეთება არ მოგბეზრდეს.
არ უნდა გაჩერდე ერთ საქმეზე და ერთ დამკვეთზე წლები. ყოველთვის უნდა ეცადო მეტი გამოცდილება შეიძინო, თუნდაც სხვადასხვა სფეროში. ეს მულტი გამოცდილება ძალიან ფასდება, რადგანაც 2-ის ნაცვლად დაასაქმებენ ერთს და ეს კომპანიისთვის მომგებიანია. შენ კიდევ იცი სხვადასხვა საკითხები და საინტერესოდ კონკურენტუნარიანი ხარ ბაზარზე. მაგალითად შეიძლება მუშაობდე საოპერაციო მიმართულებით და ამავე დროს გესმოდეს გრაფიკული დიზაინი. და თუ ხართ ერთ დამკვეთთან, ის მზადაა გადაიხადოს მეტი.
კიდევ რამის თქმას ხომ არ ისურვებდით?
სახლიდან მუშაობა ზოგჯერ ადამიანებისთვის ჩაკეტილობასთან ასოცირდება. რაც ასე ნამდვილად არ არის. ყოველთვის გვაქვს ფრილენსერებს შესაძლებლობა გავიდეთ, თუნდაც საერთო სამუშაო სივრცეებში ვიყოთ, სადაც ასევე სხვა ბევრი საინტერესო ადამიანის ან თავად დამკვეთის გაცნობა შეიძლება.
თუ თქვენ გეყოლებათ დამკვეთი, სადაც სამუშაოს შესრულებისთვის გაქვთ თავისუფალი გრაფიკი. ეს არის იდეალური, რომ იგრძნო რა კარგია, როცა არ ხარ მიბმული საქმის გრაფიკს და თავად მართავ შენ დღეს, მაშასადამე ცხოვრებას.
როგორ დაგაკავშირებს ჰერიო მსგავს ტალანტთან
ჰერიო არის მოკლევადიანი დასაქმების მობილური აპლიკაცია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ მხარეს - სამსახურის მაძიებლებსა და დამსაქმებლებს. დამსაქმებლებს შეუძლიათ სწრაფ რეჟიმში იპოვონ შესაბამისი კადრი და პირიქით - ფრილანსერები მარტივად პოულობენ შესაბამის სამუშაოს.
სწორედ ჰერიოს შეუძლია დაგაკავშიროს ვირტუალურ ასისტენტებთან: ჰერიოს პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეგიძლია შეარჩიო სასურველი კადრი. ჰერიო მართავს კადრის აყვანის, სამუშაოზე გამოცხადებისა და დასრულების პროცესებს. კადრის ანაზღაურება ხდება ჰერიოს გავლით და კონტრაქტსაც აფორმებ ჰერიოსთან, რაც უზრუნველყოფს პროცესის უსაფრთხოებას.
დღევანდელი ბიზნესგარემო მოქნილობასა და სისწრაფეს მოითხოვს - აქ ჩნდება ვირტუალური ასისტენტის საჭიროებაც. თუ ფიქრობ, რომ დროა დაიქირავო ვირტუალური ასისტენტი, მაგრამ არ იცი როგორ იპოვო, ჰერიო მზადაა დაგაკავშიროს შენს საჭიროებებზე მორგებულ ტალანტებთან.
ასე, რომ გადმოიწერე ჰერიო და შემოგვიერთდი 👇