გასაუბრებამდე გასათვალისწინებელი Red Flag-ები და Green Flag-ები

Author image
November 21, 2024
Hero big image

გამარჯობა,🌟

თუ ახლა, კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამ და გასაუბრების დრო მოვიდა! 💼✨ მოდი, გავიხსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინო.

🔴 Red Flags: ყურადღება მიაქციე!

  • დაგვიანება: თუ გასაუბრებაზე აგვიანებ, ეს შენი სერიოზულობის ნაკლებობაზე და არასაიმედოობაზე მიუთითებს 🕒
  • კომპანიის შესახებ ინფორმაციის არ ცოდნა: კომპანიის რეკრუტერს ექმნება შთაბეჭდილება, რომ არ ხარ დაინტერესებული პოზიციით 🤔
  • ტყუილი: CV-ის მრავალფეროვნებისთვის, მასში ჩაწერილი გამოგონილი ისტორიები. ეს მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნის. 🚫
  • გადამეტებული თავდაჯერებულობა ან დამცინავი ტონი: ყოველთვის იყავი თავაზიანი და გულწრფელი

🟢 Green Flags

  • მოდი გასაუბრებაზე (ან ქოლზე) 5 წუთით ადრე: ეს აჩვენებს შენს ორგანიზებულობას და პასუხისმგებლობის გრძნობას⏰
  • დასვი კითხვები: როცა გინდა დააზუსტო ინფორმაცია, აჩვენებ რომ ნამდვილად ხარ დაინტერესებული კომპანიით და იმ კონკრეტული ვაკანსიით.
  • თქვი მხოლოდ სიმართლე!: რადგან ეს შენთვის პირველი სამსახურია, არავინ მოითხოვს 5-10 წლიან გამოცდილებას. ამიტომ ისაუბრე შენს მოტივაციაზე და დააჯერე რომ ეს ნამდვილად შეგიძლია 💪
  • გასაუბრებამდე მოიძიე კომპანიაზე ინფორმაცია 🏢
  • რელევანტური გამოცდიელბების ქონა: კარგია თუკი კანდიდატს აქვს სამუშაოსათვის რელევანტური გამოცდილება, როგორებიცაა : სტაჟირება, ვოლუნტარისტული აქტივობა, დროებითი სამუშაო, მცირე პროექტი თუ სხვა აქტივობა რომელიც მის მზაობას გაუსვამს ხაზს.
    თუ არ იცი სად შეიძლება მსგავსი ტიპის გამოცდილების დაგროვება ან მოძიება, ჩვენ დაგეხმარებით - ჰერიო სწრაფი დასაქმების აპლიკაციაა, სადაც დაგხვდება როგორც დისტანციური, ისე ადგილზე შესასრულებელი სამუშაოები თუ პროექტები. 

 წარმატებები 🎉

გაიგე მეტი ჩვენს შესახებ

გადმოწერე HERIO და იპოვე დროებითი სამუშაოები

Download on the app store button in black and whiteGet it on google play button in black and white