ქართული დასაქმების ინდუსტრია, მოძველებულ და ტრადიციულ მეთოდებზეა დაფუძნებული, არ არის მოქნილი, ხელფასები დაბალია და მეტად ფოკუსირებულია დამსაქმებლის ინტერესებზე.
ამიტომაც შევქმენით ჰერიო - აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც დროებითი და მოკლევადიანი სამუშაოების მაძიებელ ახალგაზრდებს, ვაკავშირებთ სტუმარმასპინძლობასა და ტექ სფეროებში არსებულ ბიზნესებთან. ჩვენ ვქმნით მოკლევადიანი და მოქნილი დასაქმების ბაზარს რეგიონში.
თუ ახლა იწყებ კარიერას და გჭირდება შესაძლებლობები
ჰერიო შეიქმნა დროებითი/ერთჯერადი ტიპის სამუშაოებისთვის. ჩვენი აპლიკაცია სრულად მორგებულია ახალგაზრდებზე. როგორც სტუდენტებზე, რომლებიც ცდილობენ სწავლისა და მუშაობის დაბალანსებას, ასევე კურსდამთავრებულებზე, რომლებსაც სურთ კარიერული წინსვლა. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებმა შეძლონ:
- საკუთარ გრაფიკზე მორგებული სამუშაოების მოძიება;
- სხვადასხვა პროფესიების დატესტვა;
- ახალი და არსებული უნარჩვებების შეძენა/განვითარება;
- დამატებითი შემოსავლის სწრაფად მიღება.
თუ ხარ ფრილანსერი და ეძებ ციფრულ პროექტებს
დამწყები და გამოცდილი ფრილანსერებისთვის შევქმენით პირველი, საქართველოს ბაზარზე ფოკუსირებული აპლიკაცია, სადაც ერთ სივრცეში, მარტივად ხელმისაწვდომია პროექტული სამუშაოები.
ანუ, პირველი პროექტის მოსაძებნად არ იქნება საჭირო კვირების დახარჯვა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე (Upwork, Fiverr, TopTal, etc.). ასევე, მომხმარებლებს შეეძლებათ მოაქციონ საკუთარი პროფესიული გამოცდილებები ერთ სივრცეში და განავითარონ მათი პერსონალური ბრენდი.
თუ დამსაქმებელი ხარ მაგრამ გიჭირს კადრების პოვნა
ჰერიო ეხმარება ბიზნესებს მარტივად იპოვონ დროებითი, სეზონური ან ფრილანს კადრები. ჰერიოს გამოყენებისას, ბიზნესებს ეძლევათ წვდომა მოტოვირებულ ახალგაზრდებზე. ამავდროულად ზოგავენ HR პროცესებისთვის საჭირო დროსა და ხარჯებს.
ბიზნესებს, ერთ სივრცეში შეეძლებათ - სამუშაოს სწრაფად დაპოსტვა, პირდაპირი კომუნიკაცია აპლიკანტებთან და მათი იქვე გადარჩევა, რაც იდეალურია მოქნილი სამუშაო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ჩვენი უპირატესობები
მარტივი აპლიკაცია - აპლიკაციის შექმნის პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სიმარტივეს. ასე რომ, დამსაქმებლებსაც და სამუშაოს მაძიებლებსაც, ადვილად შეეძლებათ დარეგისტრირდნენ, შექმნან პროფილი და დაიწყონ სამუშაოების დაპოსტვა/აღება რამდენიმე კლიკით.
მომხმარებლების აქტიური წრე - ჩვენ გვესმის თუ რა მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთა ჩართულობას და შიდა კომუნიკაციას ჰერიოს განვითარებაში. ამიტომ, ჩვენ ვაშენებთ სივრცეს, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მოგვაწოდონ უკუკავშირი, გაიგონ მიმდინარე სიახლეების შესახებ და დაკავშირდნენ ერთმანეთთან.
კომპანიის შესახებ
ათი თვის წინ გავიმარჯვეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150,000 ლარიან საგრანტო კონკურსში, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი განვითარებისთვის.
ოქტომბერში მივიღეთ მონაწილეობა ICMPD-ის მიერ ორგანიზებულ აქსელერატორში, ბელგიაში. რაც შესაძლებლობას გვაძლევს, გავზარდოთ ჩვენი ცნობადობა და მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ევროპიდან.
ამავდროულად, ჩვენი აპლიკაცია უახლოეს მომავალში გამოჩნდება App store-სა და Play Store-ზე.
საბოლოოდ, ჰერიოს გუნდი, ახალგაზრდებისთვის, ქმნის ახლებური დასაქმების ბაზარს. რადგან, ჩვენ გვჯერა, რომ მოქნილობა არის ამ ინდუსტრიის მომავალი.
ასე რომ, თუ ხარ ბიზნესი, სტუდენტი, ახალგაზრდა პროფესიონალი ან ფრილანსერი რომელიც ეძებს შესაძლებლობებს - ჰერიო შენთვისაა.