- განსაზღვრე შენი ინტერესები 🎯
ჩამოწერე სფეროები, რაც გიყვარს და გაინტერესებს. დაადგინე რა უნარებს ფლობ და რა არის შენი ძლიერი მხარე, რათა გაიაზრო, სად შეიძლება უკეთ მოერგო. - შექმენი პროფილი ან სამოტივაციო წერილი ✍️
დროა, მოამზადო შენი პირველი რეზიუმე! აუცილებლად მიუთითე შენი განათლება, მიღწევები და უნარ-ჩვევები. ასევე, სამოტივაციო წერილში ასახეთ, რატომ გსურთ სამუშაოს დაწყება და როგორ შეესაბამება ეს პოზიცია შენს კარიერულ მიზნებს. - მოიძიე ვაკანსიები თანამედროვე პლატფორმებზე 🌐
მოძველებული რესურსები (დასაქმების საიტები) ხშირად ორ წელზე მეტ გამოცდილებას ითხოვენ :), რაც დამწყებისთვის რთულია. მოძებნე სამუშაო ახალგაზრდებზე მორგებულ პლატფორმაზე, როგორიცაა ჰერიო - სადაც დაგხვდება როგორც დისტანციური, ისე ადგილზე შესასრულებელი სამუშაოები. - უარი, როგორც მიმღებლობა 🙌
როცა სამუშაოს ძიებაში ხარ, უარებზე ნუ ინერვიულებ. თუმცა, უნდა იცოდე, რომ ყოველი გასაუბრება ახალი გაკვეთილია. პირველი სამსახურის ძიების პროცესში უარი ხშირია, საშუალოდ 15-20 გასაუბრების შემდეგ ხდება წარმატებით დასაქმება.
გახსოვდეს, რომ ეს პროცესი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ყოველი ნაბიჯი შენს მიზნამდე მიგიყვანს! 💪✨